ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! – ზურაბიშვილმა მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.

“გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!”, – წერს

ეგზიტპოლის შედეგებით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მაკრონს ხმების 58% ერგო, ხოლო მის კონკურენტ მარი ლე პენს 42%.

იტვირთბა....