ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

50 000 დოლარი ჯილდო ციხიდან გაქცეული პატიმრის შესახებ ინფორმაციისთვის

აშშ-ს შტატ კალეფორნიაში სანტა-ანეს ციხიდან გაქცევა საშიშმა დამნაშავემ ჰუსეინ ნაიერმა შეძლო. გაქცეული პატიმარი ნაიერი 2012 წელს ირანიდან გამოიქცა. ის თავის ქვეყანაში მძიმე კატეგორიის დამნაშავედ მიიჩნეოდა, რომელსაც გატაცება, გაუპატიურება და ადამიანის წამება ედებოდა ბრალად.

Fox News-ის ინფორმაციით, ოლქის გენერალური პროკურორის მოადგილის ორანჯ ჰიზერ ბრაუნის განცხადებით, გასულ პარასკევს ციხიდან სამი მსჯავრდებული გაიქცა. მისი თქმით, მათ შორის მეორე „ჰანიბალ ლექტერად“ ცნობილი ჰუსეინ ნაიერია.
მას ჩადენილი აქვს სისხლიანი და სასტიკი დანაშაულების სერია. მათ შორის, 2012 წელს, ნაიერმა ნარკოდილერი გაიტაცა, რომელიც სასტიკად აწამა.

ნაიერი იმავე წელს აშშ-ში დააკავეს, როცა ის ესპანეთში გაფრენას ცდილობდა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს, ის ორ მსჯავრდებულთან ერთად ციხიდან გაიქცა. გაქცეულების შესახებ ინფორმაციისთვის კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ ჯილდოდ 50 000 აშშ დოლარი დააწესა.

პროკურორის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საშიში დამნაშავე არა სპეციალურ, არამედ ჩვეულებრივი რეჟიმის საკანში მოათავსა.

იტვირთბა....