ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დონეცკში ოკუპანტების დაბომბვამ 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე იმსხვერპლა

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. კირილენკოს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 14 და 5 წლის გოგონები დაიღუპნენ.

“აღდგომის დილით რუსმა ოკუპანტებმა ოჩერეთინის თემი დაბომბეს და ორ ბავშვს სიცოცხლე წაართვეს. მირუს ქუჩაზე სახლი, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა და 14 და 5 წლის გოგონები დაიღუპნენ.

ოკუპანტებს ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაულები არ ეპატიებათ – არც ღვთისგან და არც ხალხისგან”, – აცხადებს კირილენკო.

იტვირთბა....