ახალი ამბები უკრაინის ომი

“მარიუპოლში მოკლულთა რაოდენობა ოცი ათასს აღემატება” – ქალაქის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით,  ქალაქში მოკლულთა რაოდენობა ოცი ათასს აღემატება.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქთან ერთად მოსახლეობასაც ანადგურებენ.

“მათ მოაწყვეს ეს გენოციდი ქალაქის ჩაკეტვით და ჯერ საარტილერიო და საავიაციო დარტყმები განახორციელეს, შემდეგ კი, იგივე, მოგვიანებით მოსულმა გემებმა გააკეთეს. ეს წარმოადგენს მარიუპოლელების გენოციდის, სამხედრო დანაშაულის ჩადენის ჩანაფიქრს და ნიშნებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

იტვირთბა....