ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

H1N1 ვირუსის 10 შემთხვევა აჭარაში: ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში H1N1 ვირუსის 10 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მკურნალობა მათგან კიდევ ერთ პაციენტს უტარდება. 8 მათგანის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

მინისტრის განცხადებით, ვირუსული ინფექციების სეზონური მატება შეინიშნება, გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა, ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

 

იტვირთბა....