აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ყველას მოვუწოდებთ, რომ ხელები არ ასავსავონ და არ ჩარიონ და არავითარი მცდელობა არ ჰქონდეთ საპატრიარქოს საქმიანობაში…” – არჩილ გორდულაძე

“ყველას მოვუწოდებთ, რომ ხელები არ ასავსავონ და არ ჩარიონ და არავითარი მცდელობა არ ჰქონდეთ საპატრიარქოს საქმიანობაში… ეს არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე [სუს-ის კრებსების ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პატრიარქს გადადგომას სთხოვდა] და დეზინფორმაცია. კიდევ ერთი მცდელობა იმისათვის, რომ ორმხრივად გაიხსნას ცეცხლი ერთი მხრივ ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარის მიმართ, მეორე მხრივ, ეკლესიის მიმართულებით.” – ამბობს არჩილ გორდულაძე.

2021 წელს სუს-დან გაჟონილ ფაილებში საუბარია, რომ ივანიშვილი პატრიარქის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა. კრებსების მიხედვით, ივანიშვილმა ილია მეორეს გადადგომა შეხვედრაზე, პირადად მოსთხოვა. ფაილებში ნათქვამია, რომ პატრიარქმა ივანიშვილს შეხვედრის აუდიოფიქსაცია შესთავაზა, რასაც ის არ დაეთანხმა და შეხვედრა დატოვა. საარქივო მასალების მიხედვით, ივანიშვილს მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესუსტებაც უნდოდა და არც თავად თეთრუაშვილს ჰქონდა კარგი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ.

იტვირთბა....