რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა – ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში უნდა ეძიონ და არა, ვაშინგტონში, ბრიუსელში.
„გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ჯო უილსონია, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და მას კონგრესმენები პირდაპირ ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის დროშებით სიარულს თავი დაანებოს და ისე მოიქცეს, როგორც ამერიკელი. ოპოზიციას ვინც უჭერს მხარს, კარგად ვხედავთ – „დიფ სთეითის“ ხელში აღმოჩენილი ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონი და ა.შ.
რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა. ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ. პოლიტიკურმა ძალებმა მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში უნდა ეძიონ და არა, ვაშინგტონში, ბრიუსელში. პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. ისინი კი, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ და სხვა ქვეყნის დედაქალაქებით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური საფუძვლების გამყარებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, „ოპოზიციური ალიანსი“ ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ზუსტად იცის, რომ ეს ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.

