აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ბრიტანელი ჯარისკაცები ირანში არ იქნებიან, ეს ჩვენი ომი არ არის და არ ჩავერთვებით” – კირ სტარმერი

ბრიტანელი ჯარისკაცები ირანში არ იქნებიან, ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენ მასში არ ჩავერთვებით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი „თავდაცვით ქმედებებს“ ახორციელებს „ბრიტანელების სიცოცხლის, ბრიტანეთის ინტერესების და, რა თქმა უნდა, რეგიონში გაერთიანებული სამეფოს მოკავშირეთა დასაცავად“.

ამასთან, როგორც სტარმერმა აღნიშნა, ლონდონი გააგრძელებს მუშაობას ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთი ომში არ ჩაერთვება“.

იტვირთბა....