ახალი ამბები მთავარი სამართალი

რამ გამოიწვია 24 წლის ბიჭის ტრაგიკული სიკვდილი

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფონიჭალაში საგზაო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც კლდე ჩამოიშალა და ერთი მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ახალგაზრდა ასაკისაა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ავტომაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭი 24 წლის იყო და იქვე, ქვის საამქროში მუშაობდა.

 

იტვირთბა....