ახალი ამბები პოლიტიკა

ხვიჩია: “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა

[su_quote]“ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რადგან ის “ქართული ოცნების“ იარაღია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ცუდი როლი აქვთ ამ პარტიის წევრებს. ეს ადამიანები ამ როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც “ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად არ გამოიწვევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ თუ პარტიის წარმომადგენლებს ამის სჯერათ, სწორი და მორალური იქნებოდა ეს აქამდეც გაეკეთებინათ. “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია[/su_quote]

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის ნათქვამზე, რომ არ არის გამორიცხული, პარტიამ პირველ ეტაპზე პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი ის საერთოდ დატოვოს.

იტვირთბა....