ახალი ამბები საზოგადოება

“65 წლის, ოთხჯერ ნასამართლევმა კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს” – ახალი დეტალები

თბილისში, ავტობუსში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ანნა ქართლელიშვილი წერს, რომელიც ფაქტს შეესწრო:

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა.

სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს.

კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა.

დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.

პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე, ხოლო ადამინი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა”, – წერს თვითმხილველი.

 

 

იტვირთბა....