ახალი ამბები

“ომიკრონის” რამდენიმე ახალი მუტაცია გამოჩნდა, ჯერ ზეიმი ნამდვილად ადრეა” -ჩხაიძე

ბოლო ორი კვირის განმავლობაში “ომიკრონის” რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა. ჯერჯერობით “ჯანმო” აკვირდება ამ მუტაციებს და განიხილავს მათ, როგორც ინტერესის ვარიანტებს. ასე რომ ჯერ ზეიმი ნამდვილად ადრეა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძემ ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისთვის, ვაქცინის მეოთხე დოზის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“მეოთხე, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია 50 წელს ზემოთ ადამიანებში. აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, პირველ რიგში, ეს ეხებათ პაციენტებს დაქვეითებული იმუნური სისტემით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

იტვირთბა....