ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა, 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქებიისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს.
კითხვაზე, “თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?” 66% პასუხობს, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს.