ახალი ამბები კვლევები პოლიტიკა საზოგადოება

NDI: მოსახლეობის 64% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

6% აღნიშნავს, რომ მთ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის სხვა პარტიები, ხოლო 64% აცხადებს, რომ არც ერთი.

იტვირთბა....