ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 63% უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო ქმედებას დადებითად აფასებს, 18% უარყოფითად, კითხვაზე პასუხი არ აქვს 18%-ს.
ამასთან, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებები დადებითია, 37% აცხადებს, რომ უარყოფითი, ხოლო 15%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.