ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: “ნაციონალური მოძრაობა” და ზოგადად, 5 ნომერი არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე

[su_quote]მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთგვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ ამ “ქოც-ნაცური” დაპირისპირების ფონზე. რამდენი წელია ვცხოვრობთ ამ ტელევიზიებისა თუ პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ლეგენდაში, რომ თითქოს, მთელი ერი ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ეს უნდა დავამთავროთ. ეს სხვანაირად არ მთავრდება, ამიტომ, თუ გვინდა დავამთავროთ, მთავარი მოწინააღმდეგე უნდა დაიშალოს. ეს ადამიანები აქ რჩებიან და ყველა იქნება პოლიტიკაში რაღაც ფორმით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” და ზოგადად 5 ნომერი, რაღაცნაირად, არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. “ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხისა და ცვლილების შეტანა, ოღონდ ამისთვის აქციების გზა საკმარისი არ არის. ეს გზა გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ არაფერი იცვლება. იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ. როგორც კი ეს მოხდება, პოლიტიკური სპექტრი გინდა არ გინდა, შეიცვლება.[/su_quote]

ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იტვირთბა....