ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ქართული ლეგიონი ბრიტანეთმა გაწვრთნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი დიდმა ბრიტანეთმა გაწვრთნა. ამის შესახებ РИА Новости უწყების პრეს-სპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით წერს.

“ღია წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები წვრთნიდნენ ქართულ ლეგიონსაც – ასე ჰქვია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონს, რომელიც ძირითადად, იმ ეთნიკური ქართველებისგან შედგება, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არ არიან”, – “რია ნოვისტის” ცნობით, ამბობს ზახაროვა.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელი ინსტრუქტორები უკრაინაში მინიმუმ 12 თებერვლამდე იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....