ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იდენტობის” ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივიან

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელ ირაკლი ვაჭარაძეს ორგანიზაციის ყოფილი იურისტი ნინო ბოლქვაძე სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“11 იანვრიდან – 21 იანვრის ჩათვლით განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია: 11 იანვარს იდენტობის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ვაჭარაძესა და ერთ-ერთ თანამშრომელს, პირობითად დ.ბ.-ს შორის იდენტობას დაახლოებით 30 თანამშრომლის თანდასწრებით მოსდით კონფლიქტი, რომელიც შრომით ურთერთობას ეხება. კამათის ძირითადი თემაა, ეკუთვნის თუ არა დ.ბ.-ს ანაზღურებადი შვებულება (დ.ბ. ამტკიცებს რომ ეკუთვნის, ხოლო ირაკლი ვაჭარაძე ამტკიცებს რომ არა).

იმავე დღეს დ.ბ. იდენტობას თანამშრომლების თანდასწრებით აცხადებს, რომ ირაკლი ვაჭარაძეს იდენტობას კუთვნილი ფულადი თანხებით აქვს შეძენილი და საკუთარ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. დ.ბ.-ს განმარტებით ირაკლი ვაჭარაძემ ისარგებლა მისი, დახმარებით, როდესაც აღნიშნულ ქონებას 2015 წლის ოქტომბერში საკუთრებაში იფორმებდა.

საჯარო რეესტრში შემოწმებისას ირაკლი ვაჭარაძის სახელზე აღმოჩნდა რეგისტრირებული უძრავი ნივთი, კერძოდ დაახლოებით 400 კვ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული დაახლოებით 150 კვ. სახლით ივერთ უბანში.

https://bs.napr.gov.ge/GetBlob…

დ.ბ.-სგან ვიგებ ასევე, რომ ირაკლი ვაჭარაძეს 2013 წლის აპრილში ნაყიდი აქვს კიდევ ერთი უძრავი ნივთი, კერძოდ 70 კვ. ბინა ახალაშენებულ კორპუსში ლიუბლანას ქუჩაზე, რომელიც ახლახანს გარემონტებულია მის მიერ.

https://bs.napr.gov.ge/GetBlob…]R3JhuSx2EF1m2gDhk5[zAdxVsLfv2w

12 იანვრიდან 15 იანვრამდე დ.ბ. ცდილობს მიაღწიოს ირაკლი ვაჭარაძესთან შეთანხმებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე (მიიღოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია), ვინაიდან ირაკლი ვაჭარაძე ატყობინებს მას, რომ ის გათავისუფლებულია სამსახურიდან. ამ პროცესში მე ვცდილობ ხელი შევუწყო დასაქმებულის, ანუ დ.ბ.-ს ინტერესებს, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლება აღმასრულებელ დირექტორთან კამათის გამო შრომის კოდექსის მოთხოვნებთან აშკარად შეუსაბამოა.

15 იანვარს დ.ბ. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერს ირაკლი ვაჭრაძეს, ტატა ხუნწარიას (იდენტობას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე) და მე წერილს, რომლის შინაარსიდანაც გამომდინარე ირაკლი ვაჭარაძეს იდენტობას კუთვნილი ფულადი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. დაახლოებით იგივე შინაარსის წერილს, ხელმოწერილს და დასკანერებულს დ.ბ. მიგზავნის მე ჩემს ელექტრონულ მეილზე. ასევე მიგზავნის აღნიშნული წერილის, საქართველოს მთავარ პროკურორთან გაგზავნის ფოსტის ქვითრებს.

ამ პროცესის პარალელურად, ვიკრიბებით იდენტობას როგორც ყოფილი ასე ამჟამინდელი თანამშრომლები და ვცდილობთ გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია დ.ბ.-ს პრეტენზიები ირაკლი ვაჭარაძის მიმართ. იდენტობას ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების მიერ მათთვის ცნობილი ინფორმაციის შეჯერების შედეგად ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ:

  1. იდენტობას დირექტორი აპირებდა ორგანიზაციისთვის ოფისის ყიდვას, რისთვისაც იდენტობას თანამშრომლები მათთვის ჩარიცხულ ჰონორარებს უბრუნებდნენ ირაკლი ვაჭარაძეს;

2.იდენტობას თანამშრომლების მიერ ირაკლი ვაჭარაძისთვის დაბრუნებული ფულადი თანხა აღმოჩნდა მოცულობითი, მხოლოდ 6 თანამშრომლის გათვალისწინებით თანხამ შეადგინა დაახლოებით 100 000 ლარი;

  1. იდენტობას ოფისი არ უყიდია;
  2. ირაკლი ვაჭარაძემ შეიძინა ბინა და კერძო სახლი.

2016 წლის 18 იანვარს იდენტობას ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით, რომლითაც შევატყობინეთ ირაკლი ვაჭარაძის მხრიდან იდენტობას კუთვნილი ფულადი თანხების სავარაუდო მითვისების თაობაზე და გამოძიება მოვითხოვეთ.

იმავე დღეს ირაკლი ვაჭარაძემ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ის იდენტობას ჩუქნის საკუთარ კერძო სახლს, რათა იქ ლგბტ თემის წევრებისთის თავშესაფარი გაკეთდეს. იმავე დღეს, მან შეიტანა განცხადება საჯარო რეესტრში იდენტობას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

იმავე დღეს ირაკლი ვაჭარაძემ, მე თანამშრომლების თანდასწრებით დამადანაშაულა იდენტობას საბუთების ქურდობაში, რის შემდეგაც ჩემთვის შეუძლებელი გახდა იდენტობას ოფისში მუშაობა, ვინაიდან ამ ბრალდების გათვალისწინებით იძულებული ვიყავი იდენტობას წარმოებაში არსებული საქმეების მასალები იდენტობას თანამშრომლებისათვის გადამებარებინა.

ირაკლი ვაჭარაძე აგრძელებს იდენტობაში მუშაობას”. – წერს ბოლქვაძე.

 

იტვირთბა....