აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მსოფლიოში ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ამ დროისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე დაახლოებით 99 დოლარს შეადგენს.

მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, სადაც მსოფლიოს ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის, სრუტის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო. სრუტის ბლოკადამ ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა მაქსიმუმს 9 მარტს მიაღწია და ერთი ბარელის ფასმა 119.5 დოლარი შეადგინა.

ამასთან, გუშინ, 31 მარტს ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე  118.6 დოლარს გადააჭარბა.

იტვირთბა....