იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს.
„ჰუსიტების“ ცნობით, დილით სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
განცხადების თანახმად, „ჰუსიტებმა“ თავდასხმა „ირანთან და „ჰეზბოლასთან“ ერთად“ განახორციელეს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

