ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსები მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანას ბომბავენ – მედია

რუსებმა მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, “აზოვსტალის” ქარხანაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

მისივე თქმით, ოკუპანტებს საჰაერო ავიაცია და სახმელეთო არტილერია ეხმარება.

„სამხედრო დანაყოფებმა, რომლებიც სპეციალურად შეირჩნენ ამ ობიექტზე თავდასხმისთვის, უკვე დაიწყეს მუშაობა. შტურმის ბრიგადას ჰაერიდან ეხმარება რუსეთის საჰაერო ძალების ავიაცია, ხმელეთიდან კი არტილერია“, – აცხადებს ბასურინი. 

მეტი ინფორმაციისთვის, 13 აპრილს შავ ზღვაში რუსული სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ უკრაინულმა საკრუიზო რაკეტებმა დაბომბეს. უკრაინის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, გემი დაზიანდა, ხანძარი გაუჩნდა და ჩაიძირა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე ახალი შეტევა წამოიწყო, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში კონცენტრირდება.

ცნობისთვის, უკრაინაში ოკუპანტმა ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....