ახალი ამბები საზოგადოება სპორტი

რონალდუს ახალშობილი შვილი გარდაიცვალა

კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი წერს, მისი ახალშობილი შვილი გარდაიცვალა.

“დიდი მწუხარებით გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს. ეს უდიდესი ტკივილია, რომელიც მშობელმა შეიძლება განიცადოს. მხოლოდ ჩვენი პატარა გოგოს დაბადება გვაძლევს ძალას, რომ ეს მომენტი მცირედი იმედითა და ბედნიერებით გადავიტანოთ. გვინდა, ექიმებსა და ექთნებს მადლობა გადავუხადოთ მათი ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. ყველანი განადგურებული ვართ ამ დანაკარგით და ჩვენთვის ურთულეს დროს, გთხოვთ, მოგვცეთ განმარტოების საშუალება. ჩვენო პატარა ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები,” – წერს რონალდუ.

იტვირთბა....