[su_quote] ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახო, რომ საქართველოს მთავრობა დაუწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტს ვაჭრობას და ექნება გამოკვეთილი პოზიცია. ამ მომენტისთვის, საქართველოს პოზიცია ნათელი არ არის. ომში არ არის რუხი ფერები, არის შავი ან თეთრი. შეგიძლია იყო თავისუფალ სამყაროსთან და მხარი დაუჭირო უკრაინას, ან რუსეთის გვერდზე იყო და სანქციები არ დაუწესო. საქართველოს 20% ოკუპირებულია — დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი სამყაროს პირველ რიგებში იქნებოდა [რუსეთის წინააღმდეგ], მაგრამ ამ ეტაპზე განსხვავებული სურათია და მე ეს მაშფოთებს.[/su_quote]
ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.