ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

დეგნანი: ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის მრავალპარტიული, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა ​და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრა.

 

 

 

იტვირთბა....