[su_quote]რუსული სამხედრო გემების ფლაგმანის, “მოსკოვის” ჩაძირვის შემდეგ დაივინგისთვის კიდევ ერთი კარგი ადგილი გამოგვიჩნდა შავ ზღვაში. აუცილებლად ვესტუმრები ომში ჩვენი გამარჯვების შემდეგ[/su_quote]
ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვას.
ცნობისთვის, 13 აპრილს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ხომალდი საკრუიზო ტიპის რაკეტებით დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ეს სწორედ ის გემია, რომელიც უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა და რომელიც მისივე თქმით, კუნძულ ზმეინის მცველებმა “на х*й”-ზე გაუშვეს.
გემის ჩაძირვა რუსულმა მხარემაც დაადასტურა.