[su_quote]პრეზიდენტის განცხადებას ძირითადად ვიზიარებ, მაგრამ კიდევ უფრო შორს წავიდოდი. სისულელე მგონია, რომ ეგ სეპარატიზმს წაახალისებდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრს, მგონია, რომ თითოეულ სკოლას უნდა შეეძლოს, ნებისმიერი არჩევითი საგანი თითონ დაამატოს, პრეზიდენტის ინიციატივის გარეშე. ის, რომ მეგრელს სამეგრელოში მეგრულს არ ასწავლიან, ეს არის პრობლემა. ზოგადად, პრობლემაა, რომ სკოლებს არ აქვთ ამის ინიციატივის გაკეთების საშუალება. ის, რომ პრეზიდენტი გამოვიდა და არჩევვით საგნად დამატება თქვა, ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი. კარგია, მაგრამ ნახევარი ნაბიჯია. უფრო ინტენსიურადაც უნდა ვასწავლიდეთ. ჩვენ საკუთარ კულტურას პატივს უნდა ვცემდეთ და გიჟური იდეები სეპარატიზმზე არ უნდა მოგვდიოდეს მშობლიური ენის გაგებაზე[/su_quote]
განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლაში, მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის.