ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წელი მიუსაჯეს, ხოლო გიორგი კავილაძეს კი 16. ორივე მათგანი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

ამასთან, იარაღის უკანო ტარება-შენახვისთვის ჭელიძესა და კავილაძეს მიესაჯათ დამატებით 10 წელი. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ორივე ბრალდებულს სასჯელის ზომად განესაზღვრათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იტვირთბა....