სააკაშვილის წამოცდენები არის პირდაპირი ჩვენებები, რაც გამოძიებისთვის არის უმოკლესი გზა დანაშაულის გახსნამდე, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა “იმედი LIVE-ში” განაცხადა,
“მან თავისი პირით აღიარა, რომ პუტინთან ჰქონდა 30 შეხვედრა – წამოსცდა. როდის და რატომ შეხვდა პუტინს?! დანარჩენი საქართველოსთვის მხოლოდ ორი ოფიციალური შეხვედრაა ცნობილი. ვინ მისცა მთელი საქართველოს ენერგეტიკა და წარმოება ბენდუქიძის ხელით რუსებს?! ვინ გადასცა რუსებს კოდორი, ვინ მოიყვანა სანაკოევი, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით იყო. მაშინ ქართული საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები აიძულეს რომ კანონი დაერღვიათ. ნებისმიერ რამეს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას აბრალებს, ეს არის მათ მიერ ჩადენილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.