ახალი ამბები უკრაინის ომი

“რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი ჩავარდა, პროგრამა მინიმუმსაც ვერ მიაღწევს” – რადას დეპუტატი

“რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი, მთელი უკრაინის ოკუპირება, ჩავარდა”, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ფიოდორ ბენისლავსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

უკრაინელი კანონმდებლის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა, პროგრამა მინიმუმსაც ვეღარ მიაღწევს.

“ჩვენ ძალიან დიდი დარტყმა მივაყენეთ რუსეთის ცოცხალ ძალას. დაახლოებით, 20 000 ჯარისკაცი დაიღუპა, განადგურებულია 300 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1 000-ზე მეტი სხვადასხვა დაჯავშნული მანქანა, ტანკები და სხვა ტექნიკა. მტერმა ძალიან სერიოზული მარცხი განიცადა და ახლა ცდილობენ საკუთარი წარმატების რეალიზებას პროგრამა მინიმუმში. ეს არის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაცია და სახმელეთო დერეფნის მომზადება ყირიმთან დასაკავშირებლად. ეს არის ნაწილობრივ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპაცია.

ჩვენს სამხედრო ძალებს გააჩნიათ სიტუაციის კონტროლი. ვიცით, რა უნდა მტერს, როგორ აღვუდგეთ წინ და ოკუპანტი ქვეყანა პროგრამა მინიმუმსაც ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ბენისლავსკიმ.

იტვირთბა....