[su_quote]რას იმართლებენ თავს, რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? რევოლუციები ასე არ კეთდება. ყველას ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს. კარიკატურაა ეს ყველაფერი – ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც. დააკვირდით, ხალხი აღარ რეაგირებს უკვე, აღარც ხელისუფლების და აღარც ოპოზიციის განცხადებებზე.
გამოდიან „მეოცნებეები“ და ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რევანშიო. აბა , პოლიტიკა რა არის? – ხან შენ უნდა მოიგო, ხან მე უნდა მოგიგო. თურმე როგორ უნდათ რევანში.
ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა ოპოზიციას არ აქვს, განულებულია ოპოზიცია.[/su_quote]
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.