უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, რომ რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ.
“აშშ, დიდი ბრიტანეთი და ზოგიერთი ევროპული ქვეყნები ცდილობენ დახმარებას და გვეხმარებიან, თუმცა ჩვენ ეს უფრო მალე და უფრო სწრაფად გვჭირდება. მთავარი სიტყვაა „ახლა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში.