უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, „ფულს სხვა ადამიანების სისხლით“ შოულობენ.
BBC-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი ენერგეტიკული რესურსების ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა.
“ენერგომატარებლების გაყიდვით რუსეთი მიმდინარე წელს 326 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორი აცნობიერებს, რომ ახლა განსხვავებული დროა, რომ ეს უკვე არ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. ეს არის გადარჩენის საკითხი”, – განაცხადა ზელენსკიმ.