აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ბათუმისა და 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ფოთის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
“ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით:
ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით,” – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.