საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია.
“ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.
ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც არის ჩვენთან ერთად და მუშაობს, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინის დასაცავად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”,– განუცხადა ელჩმა საქართველოს პირველ არხს.