ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ დოლარის შეიარაღებას მიაწვდის

აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

“შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას”, – განაცხადა ბაიდენმა.

აღნიშნული დახმარების პაკეტი საარტილერიო სისტემებს, ჭურვებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა დახმარებას მოიცავს.

ჯო ბაიდენმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინისთვის დახმარების გაწევა.

 

იტვირთბა....