ახალი ამბები უკრაინის ომი

ვიტალი კლიჩკო კიეველებს მიმართავს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იმ მოქალაქეებს მიმართავს, საომარი მოქმედებების დროს კიევი დატოვეს.

მერი მათ ურჩევს, რომბ უკრაინის დედაქალაქში დაბრუნებისაგან ამ ეტაპზე თავი შეიკავონ, რადგან საფრთხე ჯერ ისევ არსებობს.

“მეგობრებო! ჯერ ნაადრევია კიევში, სახლში მასიურად დაბრუნება.

ჩვენ მხოლოდ სამხედროების რეკომენდაციებს ვეყრდნობით, რომლებიც ამბობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. პირველ რიგში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე.

მეორეც, გრძელდება დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა, სადაც, სამწუხაროდ, უკვე არის ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიების აფეთქებების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები.

ჩვენი მთავარი ამოცანაა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და მშვიდობა. ამიტომ, დედაქალაქში დაბრუნება არ არის საჭირო. ვინც დაბრუნდება, ყველა რისკი უნდა აწონ-დაწონოს.

ჩვენ ვერ აგიკრძალავთ დაბრუნებას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გაგაფრთხილოთ. ქვეყანა საომარი მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. კიევი ახლა უფრო მშვიდია, ვიდრე ადრე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ აგრესორის მიზანი დედაქალაქი იყო.

სამხედროები აცხადებენ, რომ აგრესორს უარი არ უთქვამს თავის გეგმებზე და ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს მათი განხორციელება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად და მოვუსმინოთ სამხედროების რეკომენდაციებს”, – აცხადებს კლიჩკო.

 

იტვირთბა....