“კიევში მივესალმებით პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორების მხარდაჭერას გრძნობს.
“უკრაინა გრძნობს თითოეული თქვენგანის ძლიერ და საიმედო მხარდაჭერას” , – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში დღეს ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა.