დღეს პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა წერს:
“ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის ადვოკატირებას და ამ გმირული ერის ომის საშინელებების დაძლევაში დახმარებას. ერთიანობა ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე“, – წერს გიტანას ნაუსედა “ტვიტერში”.