ახალი ამბები პოლიტიკა

“უმძიმესი და საგანგაშოა” – სააკაშვილი წერილს ავრცელებს

[su_quote]სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა, უმძიმესი და საგანგაშოა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კატასტროფა გვაქვს.
ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში, რაც უკვე ცალკე შემდგარი უმძიმესი შეფასებაა. ამ თავში ჩემს მიმართ მოპყრობის კონტექსტში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ხსენებაც კი უმძიმესი დარტყმაა ხელისუფლებისთვის.

ამას გარდა, სახდეპი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პირდაპირ და ცალსახად უკავშირებს ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

დასკვნაში ცალკეა ჩამოთვლილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, კეზერაშვილის საქმეები.
პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე.

დასკვნა ბევრი სხვა მიმართულებითაც უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა და ნათლად იკითხება, რომ “ქართულმა ოცნებამ” (და არა, ქართველმა ხალხმა) უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა.[/su_quote]

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....