ახალი ამბები უკრაინის ომი

“დამატებითი იარაღის გარეშე, ეს ომი გაუთავებლად მოიტანს უბედურებას, ტანჯვასა და განადგურებას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი განცხადებით, რუსეთს მძიმე იარაღის მქონე უკრაინის გარდა, ვერავინ შეაჩერებს.

“დამატებითი იარაღის გარეშე, ეს ომი გაუთავებელი სისხლიანი კალო იქნება, რომელიც მოიტანს უბედურებას, ტანჯვასა და განადგურებას. მარიუპოლი, ბუჩა, კრამატორსკი – სია გაგრძელდება. მძიმე იარაღის მქონე უკრაინის გარდა რუსეთს ვერავინ შეაჩერებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....