მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ოკუპანტების სამხედრო მოქმედებებს 191 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს. ამასთან, უწყების მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 349 ბავშვი დაიჭრა.
გენპროკურატურა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთით განხორციელებული დაბომბვების დროს დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ კონკრეტულ ცნობებს ავრცელებს.
“კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ბოროდიანკასა და დასავლეთ უკრაინაში, კოროლევკაში 16 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭის დამწვარი დამწვარი ცხედრები იპოვეს. ასევე, ხარკოვში მიმდინარე დაბომბვების შედეგადაც დაიღუპნენ ბავშვები. ხოლო ხერსონში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის დ როს15 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა”, – წერს უწყება “ტელეგრამის” გვერდზე.
ქვეყნის გენპროკურატურაში ხაზს უსვამენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, ისევე, როგორც დროებით ოკუპირებულ თუ უკევე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკვე 49 დღეა გასული.