ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძის თქმით, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ ახმეტელის ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება.

“მინდა, დავავალო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და პროცესში ჩართვა ვთხოვო გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს, რომ დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობების მესაკუთრეებთან, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბაზრობაზე და ნორმალურ პირობებში გააგრძელონ მუშაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ პარალელურად, დაიწყოს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება.

იტვირთბა....