საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველო მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და აუცილებლად გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.