საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის და “ქართული ოცნების” ორი წევრი – არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო უკრაინაში მიემგზავრებიან.
“უმრავლესობა ძირითადად ჩამოყალიბებულია ამ სამ კანდიდატზე. გააჩნია ვის წარადგენს ოპოზიცია და რა დელეგაცია იქნება საბოლოოდ”, – განაცხადა ოდიშარიამ.