ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა.
“წაქცეულია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი და ავტომობილი. დაზიანდა ავტობუსის მოსაცდელიც. ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდა მოძრაობა.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები”, – წერს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.