ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს – UNIAN

ოკუპანტებმა მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN  აზოვის ბატალიონის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ქიმიური ნივთიერება უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს.

გამოცემა წერს, რომ დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ.

იტვირთბა....