ახალი ამბები უკრაინის ომი

ლავროვის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკების დროს საბრძოლო მოქმედებები არ შეჩერდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკების დროს საბრძოლო მოქმედებებში პაუზა არ იქნება.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც წინა მოლაპარაკებების დროს, უკრაინამ რუსეთს საპასუხო ქმედებით არ უპასუხა.

“პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ დიალოგს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა და ჩვენც დავთანხმდით შეხვედრაზე, პრეზიდენტმა გასცა ბრძანება საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ. მას შემდეგ დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, მანამდე ვიდრე საბოლოო შედეგი არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა ლავროვმა.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....