ხორვატია ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი აგრესია სახელდება.
ამასთან, უწყების ცნობით, სამინისტროში დაბარებულია რუსეთის ელჩიც.
18 დიპლომატის გარდა, ხორვატიიდან გააძევებენ საელჩოს 6 თანამშრომელსაც.