ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ აბესაძე წერს, რომ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინჟინერიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი დენის სჩეულოვსი ტაქსის მძღოლმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა.
“ჩემი კოლეგა და ძალიან ბევრი წლის მეგობარი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინჟინერიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი დენის სჩეულოვსი.
დღეს 11 აპრილს დილის 5 საათზე ჩამოფრინდა საქართველოში.
მან და მისმა თანმხლებმა პირმა აეროპორტში გამოიძახეს ტაქსი სასტუმროში ტრანსფერისთვის.
ტაქსის მძღოლმა თბილისში სასტუმროსთან ღირებულების ნაცვლად (23 ლარი) მოსთხოვა 195 ლარი. გაპროტესტების შემდეგ წაიყვანა საქმის გასარჩევად ვითომ აეროპორტის პოლიციაში და სინამდვლილეში გომბორის მთაზე.
როდესაც პროფესორმა ნახა, რომ მძღოლი გასცდა აეროპორტის გზას, ჩემს ოჯახის წევრს გამოუგზავნა ტაქსის ნომერი და შეტყობინება, რომ იგი არის გატაცებული. შემდეგ გომბორის მთაზე მძღოლმა თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 500 ლარი, რაც თავისთავად ვერ მიიღო და მგზავრები დატოვა გომბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მანქანიდან გადმოსვლისას იყო ინციდენტი, რადროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო პროფესორის თანმხლებმა პირმა. მომენტალურად შევატყობინეთ პოლიციას. პროფესორი და მისი თანმხლები პირი ეხლაც არიან გამოკითხვაზე. მსგავს კრიმინალს სახელმწიფომ უნდა უპასუხოს უმკაცრესად”, – წერს აბესაძე.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.