ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ პრაქტიკულად, კოვიდი დამარცხებულია

[su_quote]მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად, კოვიდი დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც „ომიკრონმა“ ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა „მწვანე ბარათი“. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია. დღეს 107 შემთხვევა იყო და პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პრობლემა, კრიზისი გადალახულია[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....